"ლივერპულმა" 27 წლის მცველს, ენდრიუ რობერტსონს, კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, რობერტსონი "ლივერპულში" 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
შოტლანდიელი "წითლების" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის 38 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.