რონალდოს "სიტიში" გადაბარგება უკვე რეალურია - ფეხბურთელის აგენტი ტურინში ჩავიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ერთადერთი კლუბია, რომელიც "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს სამსახურითაა დაინტერესებული და ტრანსფერის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები ნიკოლო სკირა და ჯანლუკა დი მარციო ავრცელებენ.

კრიშტიანოს "იუვესთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ტურინული კლუბი მზადაა 29 მილიონ ევროდ გაყიდოს. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ტრანსფერის განსახორციელებლად იტალიაში ჩავიდა.

"სიტი" მზადაა პორტუგალიელს ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონი შესთავაზოს.

"იუვენტუსს" სურს რონალდო "ქალაქელებს" ფორვარდ გაბრიელ ჟეზუშში გაუცვალოს, თუმცა ჯერჯერობით ამის წინააღმდეგი ინგლისური გუნდის მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას რა უნდა სიტიში ნეტა? ძირითადში ეს ვერ მოხვდება და სკამის ხეხვა ურჩევნია ნეტა? რა დროს რონალოდა ბლინ. იყიდეთ კეინი და ეგაა. რონალდოზე უკეთესებიც ყავს სიტის. საერთოდ არ ჭირდება ეს. მით უმეტეს გვარდიოლას. სად გვარდიოლას ფილოსოფია და სად ეს. უი მე... დარჩი იუვეში. იქნებ გამოადგე თუ დაჭირდი რა...
სასაცილოა
14:02 26-08-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული