"მანჩესტერ სიტი" ერთადერთი კლუბია, რომელიც "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს სამსახურითაა დაინტერესებული და ტრანსფერის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები ნიკოლო სკირა და ჯანლუკა დი მარციო ავრცელებენ.
კრიშტიანოს "იუვესთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ტურინული კლუბი მზადაა 29 მილიონ ევროდ გაყიდოს. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ტრანსფერის განსახორციელებლად იტალიაში ჩავიდა.
"სიტი" მზადაა პორტუგალიელს ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონი შესთავაზოს.
"იუვენტუსს" სურს რონალდო "ქალაქელებს" ფორვარდ გაბრიელ ჟეზუშში გაუცვალოს, თუმცა ჯერჯერობით ამის წინააღმდეგი ინგლისური გუნდის მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა.