პეპ გვარდიოლამ სავარაუდო თარიღი დაასახელა, თუ როდის დაასრულებს "მანჩესტერ სიტიში" მოღვაწეობას. ესპანელი სპეციალისტის თქმით, სავარაუდოდ, მისი საკლუბო კარიერა 2023 წელს დასრულდება. რის შემდეგაც ხელს სანაკრებო მოღვაწეობას მიჰყოფს.
"შემდეგი ნაბიჯი ნაკრების მწვრთნელობა იქნება. კლუბში გატარებული 7 წლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ შესვენების დროა.
მჭირდება დასვენება, რათა სხვა მწვრთნელებისგან უამრავი რამ შევისწავლო; ასევე, შევაფასო ჩემი "პრემიერლიგური" მოღვაწეობა. თუ მომეცემა ნაკრების ჩაბარების შანსი, ამას აუცილებლად გამოვიყენებ. მინდა სათავეში იმ გუნდს ჩავუდგე, რომელიც მონაწილეობას ევროპის, მსოფლიოს ან კოპა ამერიკის ტურნირზე მიიღებს. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება
მომზადებულია marca-ს მიხედვით