როგორ ავუხსნა შვილებს, რომ აღარავის ვჭირდები?! - ჯეკ უილშირის სევდა...

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა The Athletic-თან ინტერვიუში ახალი კლუბის პოვნის ამაო მცდელობებზე ისაუბრა.

"დღეს, გარბენისას ვფიქრობდი, თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი კარიერა ამ ეტაპზე. შვილები უკვე ისეთ ასაკში არიან, რომ რეალობას იაზრებენ. განსაკთრებით, არჩი, რომელიც 9 წლისაა. ის გამუდმებით მეკითხება: "რას ფიქრობ MLS-ის შესახებ? ან "რატომ არ თამაშობ ლა ლიგაში?" ძალიან მიჭირს მისთვის პასუხის გაცემა. მეკითხება: "არცერთ კლუბს შენთან კონტრაქტის გაფორმება რატომ არ სურს?" მე კი არ ვიცი. როგორ ავუხსნა მას?

როცა ქუჩაში გამოვდივარ, ხალხი მცნობს და ყველაზე რთულია
მათთვის ახსნა, თუ რატომ ხდება ყველაფერი ასე. მეუბნებიან: "რატომ უბრალოდ არ ადგები და რომელიმე ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს არ გააფორმებ?" მე ვპასუხობ: "არავის ვჭირდები". და მათ ეს არ ესმით. უკვე ვთქვი, რომ ქვეყნის დასატოვებლად მზად ვარ და ეს ძალიან მინდა. მსურს წავიდე და რაღაც ახალი ვცადო, მინდა ყველაფერი ახლიდან იქ დავიწყო, სადაც არ იტყვიან: "ოჰ, ეს ხომ უილშირია, დღეს რომ ტრავმა მიიღო". ან "5 მატჩს ჩაატარებს და მორჩა, მისი გაფორმება წყალში ფულის გადაყრას ნიშნავს".

მეჩვენება, რომ ინგლისში ჩემთვის ყველა კარი დაკეტილია. არ ვიცი, რატომ. შესაძლო მიზეზი ისაა, რომ წინა კლუბებში ყოფნისას ტრავმებს ვიღებდი. ვგრძნობ, რომ ეს უსამართლოა. ბოლოს 2020 წლის იანვარში დავშავდი.

მომავალ გადაწყვეტილებას არა ხელფასის, არამედ გრძნობების გათვალისწინებით მივიღებ. არ ვამბონ მხოლოდ იმ დროს, როცა ბავშვი ვიყავი, ვიზრდებოდი და ფეხბურთი მიყვარდა. მე იმ "არსენალის" რიგებში "ემირეითსზე" გატარებულ პირველ თვეებს ვგულისხმობ: ფეხბურთის თამაში მინდოდა, მოედანზე გამოსვლა მსიამოვნებდა. მინდა დამიბრუნდეს გრძნობა, რომ მაქვს რაღაც, რისთვის ბრძოლაც ღირს", - თქვა უილშირმა.

29 წლის ჯეკ უილშირი თავისუფალი აგენტია - მიმდინარე წლის მაისში ნახევარმცველს "ბორნმუთთან" კონტრაქტი დაუსრულდა. იქამდე ჯეკი "არსენალში", "ბოლტონსა" და "ვესტ ჰემში" გამოდიოდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამო დაგეფსო თვალებიი????
Lex
27 აგვისტო 2021 08:42
0
Egi magasin iyo maagis dedac jek
Kutaisi
27 აგვისტო 2021 01:11
2
თბილისის დინამო, სად ეძებ ლეგიონერებს?
აბა რაა
26 აგვისტო 2021 23:28
2
ებიჭო ფიფია,ერთი კარგი საქმე გააკეთე რა იქნება,გვიყიდე ჯეკი....და ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ ვიტყვით მაინც ხოლმე მაგის დედაც ჯეკ :-) და გავაგრძელებთ ცხოვრებას ბედნიერად და იმის იმედად რომ როდესღაც დინამო ძველ დიდებას დაიბრუნებს
სამწუხაროდ
26 აგვისტო 2021 22:37
0
ჩამოდი ბათუმში, მაგის დედაც ჯეკ !
QT
26 აგვისტო 2021 22:08
0

სიახლეები პოპულარული