რონალდომ "იუვენტუსის" ბაზიდან ნივთები წაიღო - "სიტი" ფულის გადახდაზე თავს იკავებს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რონალდომ "იუვენტუსის" დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, კლუბის ხელმძღვნელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა და გუნდის ბაზაზე თავისი კარადიდან პირადი ნივთები წაიღო, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

კრიშტიანოს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, ჯერ თავის კლიენტს შეხვდა, ხოლო შემდეგ "იუვეს" ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს, გენერალურ დირექტორ მაურიციო არივაბენეს და სპორტული განვითარების ხელმძღვანელ ფედერიკო კებურინის.
"გაძეტა დელო სპორტი" ამტკიცებს, რომ პორტუგალიელს "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი მოსწონს, მაგრამ თავიდან იმის გამო ორჭოფობდა, რომ ადრე "მანჩესტერში" თამაშობდა. ის ჟორჟე მენდეშმა დაარწმუნა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.

მოკლედ, ტრანსფერის
განსახორციელებლად ერთი დეტალიღა დარჩა - "სიტიმ" 25 მილიონი უნდა გადაიხადოს, თუმცა ჯერ თავს იკავებს. დრონი მეფობენ და არა მეფენიო - ცოტა ხნის წინ ვინ იტყოდა რონალდოს ამ ფასად შეძენაზე უარს?

ინგლისური მედია ტრანსფერს გადაწყვეტილად მიიჩნევს. მაგალითად, "დეილი მირორი" უკვე იმას არჩევს, "სიტის" სათამაშო სქემაში რა ადგილს დაიკავებს კრიშტიანო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა დრო დადგა,კვარაცხელიას და რონალდოს ერთი ფასი აქვთ))
მამუკა
06:35 27-08-2021
0
აშკარად შვებაა იუვესთვის რონალდოს წასვლა.როგორც ფინანსურად ისე სპორტულად.სულ არია გუნდი ამის გადასვლამ.შეიძლებ აბსურდულად ჟღერს,მაგრამ გაცილებით უკეთესი შედეგები ექნება იუვეს კრიშტის გარეშე.
Master
10:34 27-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული