"რონალდო" მანჩესტერში" დაბრუნდა!

AutoSharing Option
36 წლის თავდამსხმელი რონალდო "მანჩესტერში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "იუნაიტედის" საიტი ავრცელებს.

ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს ვიზის მიღებისა და მედშემოწმების გავლის შემდეგ მოაწერს.

თითქოს რონალდოს "სიტიში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ქალაქელებმა" "იუვენტუსისგან" მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს, "იუნაიტედი" კი დათანხმდა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ კრიშტიანოს ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო სხვა დეტალებს არ იტყობინება. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, რომ მას სეზონურ გასამრჯელოდ 25 მილიონ ფუნტს დაუნიშნავენ.

პორტუგალიელი "მანჩესტერში" 2003-2009 წლებში თამაშობდა, საიდანაც "რეალში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზეპროფესიონალი დასანანია მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული შეუდარებელი იყო ეს კაცი
ბექა
11:37 28-08-2021
1
აბა შენ იცი ველოდებით მორიგ მფრინავ შედევრებს ყველაზე მაგარი კაცისაგან.
მფრინავი კრიშტიანუ
23:59 27-08-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული