Marca-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას ჩრდილოელთა რიგებში დარჩენა აღარ სურს და აგენტს სამიზნედ ახალი კლუბი დაუსახა.
წყაროს ცნობით, პოლმა მინო რაიოლას უთხრა, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლა უნდა. ფეხბურთელი "ეშმაკებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოიწურება.
პოგბას გარემოცვა კატეგორიულად გამორიცხავს შემტევის "იუვენტუსში" დაბრუნებას.
ფრანგს ურჩევნია დაიცადოს და "რეალში" გადასვლის შანსი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ეს ადვილი არ იქნება.
პოლ პოგბამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 2 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.