12 წლის შემდეგ - რონალდო და ფერგიუსონი ერთად "ოლდ ტრაფორდზე"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედში" გუშინ დაბრუნებული კრიშტიანო რონალდო და გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ინგლისის პრემიერლიგის მატჩს "ოლდ ტრაფორდზე" ერთად დაესწრებიან.

"ეშმაკები" ჩემპიონატის მე-4 ტურში "ნიუკასლ იუნაიტედს" მიიღებენ, ხოლო "ფერგი" და "რონი" ისტორიულ არენაზე ერთად 12 წლის შემდეგ იქნებიან - სწორედ ეს დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა "მანჩესტერი" დატოვა.

Sky-ს ჟურნალისტი კავე სოლჰეკოლი წერს, რომ რონალდოს "იუნატედში" დაბრუნებაში უდიდესი წვლილი სერ ალექს ფერგიუსონმა შეიტანა. სწორედ 79 წლის შოტლანდიელმა დაურეკა კრიშტიანოს და უთხრა, "სახლში" დაბრუნებულიყო.

"მანჩესტერსა" და "ნიუკასლს" შორის შეხვედრა
11 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული