პრემიერლიგის მესამე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" "არსენალი" 5:0 დაამარცხა.
ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიუნდოგანმა, გაბრიელ ჟეზუშმა და როდრიმ გაიტანეს. 53-ე წუთზე "მეთოფეთა" ნახევარმცველი ჯაკა გააძევეს.
"არსენალს" ბურთი კარში არ დაურტყამს, მისი ბურთის ფლობა 19% იყო, პირველი სასტარტო სამი მატჩი კი საერთო ანგარიშით 0:9 წააგო და აუტსაიდერია. ეს უკანასკნელი 67 წლის მანძილზე ჩემპიონატზე მისი ყველაზე უარესი სტარტია.
"სიტი" 6 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 11 სექტემბერს სტუმრად "ლესტერს" შეხვდება.
"ქალაქელთა" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ სრულყოფის პროცესში არიან და
უკეთ თამაში მართებთ.