ვან გაალი ჟურნალისტს: ფეხბურთზე წარმოდგენა არ გაქვთ, ყოჩაღ ტუხელს!

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვაs, აპირებს თუ არა ნაკრებში "ჩელსის" დაცვითი სტილის გამოყენებას.

"თქვენ ფეხბურთის შესახებ ცოდნა არ გაგაჩნიათ. ჟურნალისტი ხართ, რომელსაც საკუთარი ხედვის გადმოცემა უნდა, მაგრამ ის არ გაგაჩნიათ.

5-3-2 სქემის გამოყენებით ძალიან მაგრად შეტევა შეიძლება. და აქვე, ტუხელის წინაშე ქედს ვიხრი, რაც მან აჩვენა, ეს ბრწყინვალე იყო", - განაცხადა ვან გაალმა.

"არისტოკრატების" სათავეში თომას ტუხელის მისვლის შემდეგ ლონდონელები 5 მცველით თამაშობენ.

მომზადებულია Football London-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
5-3-2 თამაშის დროს ბევრნაირად შეიძლება გადაეწყოს შემადგენლობა,ძირითადად 3 მცველი რჩება და ძალიან შემტევი ტაქტიკაა, აი ინგლისის ნაკრებმა ფინალში მართლა 5 მცველით ითამაშა +2 საყრდენი მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული და დაისაჯნენ კიდეც, საუთგეიტმა ტუხელობა მოინდომა, რაც შეეხება ტუხელს,მხოლოდ საქებარი თუ დაიწერება,ძალიან ძლიერია,და ბოლოდ რაც ჟურნალისტებს შეეხებათ,თქვენი საქმე აკეთეთ და სხვის ტაქტიკაში ნუ ჩაყოფთ ცხვირს
საქართველო
21:55 07-09-2021
0

სიახლეები პოპულარული