"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი რონალდო "ნიუკასლთან" ითამაშებს.
"ხვალ ის მოედანზე რომელიმე მომენტში გავა, ეს უეჭველია.
ჩვენთან კრიშტიანო და ვარანი მოვიდნენ, ასეთი გამარჯვებულებით ვერ დაიმალები. როდესაც გუნდში ასეთი ჩემპიონები არიან, არ გამოვა ვარჯიშებზე 95%-ით დახარჯვა", - ციტირებს სოლსკიაერს ჟურნალისტი საიმონ სტოუნი "ტვიტერით".
პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩი "მანჩესტერსა" და "ნიუკასლს" შორის "ოლდ ტრაფორდზე" 11 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.