"მანჩესტერში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა რონალდომ პირველივე მატჩში გაიტანა გოლი.
"ნიუკასლთან" პრემიერლიგის მეოთხე ტურის საშინაო მატჩში მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა რონალდო სასტარტოში დააყენა, მან 45+2-ე წუთზე ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები იგებენ - 1:0.
რონალდოს "ნიუკასლთან" 6 გოლი აქვს გატანილი - ინგლისის ჩემპიონატზე უფრო მეტი, 8 მხოლოდ "ასტონ ვილას" გაუტანა.
კრიშტიანო "იუნაიტედის" ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, მის რიგებში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ახლახან კი "იუვენტუსისგან" 15 მილიონ ევროდ შეიძინეს.