რონალდო დაბრუნდა და გაიტანა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა რონალდომ პირველივე მატჩში გაიტანა გოლი.

"ნიუკასლთან" პრემიერლიგის მეოთხე ტურის საშინაო მატჩში მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა რონალდო სასტარტოში დააყენა, მან 45+2-ე წუთზე ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები იგებენ - 1:0.

რონალდოს "ნიუკასლთან" 6 გოლი აქვს გატანილი - ინგლისის ჩემპიონატზე უფრო მეტი, 8 მხოლოდ "ასტონ ვილას" გაუტანა.

კრიშტიანო "იუნაიტედის" ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, მის რიგებში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ახლახან კი "იუვენტუსისგან" 15 მილიონ ევროდ შეიძინეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველი ტაიმის შემდეგო, უწერიათ - ვერ კითხულობთ?
ვაკო
00:38 12-09-2021
0
ინფორმაცია უფრო ზუსტად უნდა დადოთ! რონალდუმ ამ თამაშში, ერთი კი არა და ორი გოლი გაიტანა!!! ახლა ამ კომენტარს ალბათ დაბლოკავთ!!!
გიორგი
23:13 11-09-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული