რონალდო დუბლით დაბრუნდა, "მანჩესტერი" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მეოთხე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" 4:1 დაამარცხა.

დუბლი "მანჩესტერში" დაბრუნებულმა რონალდომ შეასრულა და ნამატჩევს გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "გაუმარჯოს რონალდოს".

ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა და ბომბარდირია.

"მანჩესტერი" 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს ლონდონში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - ნიუკასლი 4:1
გოლები: 1:0 რონალდო (45+2), 1:1 მანკილიო (56), 2:1 რონალდო (62), 3:1 ბრუნო ფერნანდეში (80), 4:1 ლინგარდი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 14 /
მიუხედავად იმისა , რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან მესის ვგულშემატკივრობ და არგენტინას(მარადონას მემკვიდრეობაა, თუმცა არ დავფიქრდებოდი ისე გავცვლიდი პაიჭაძის , მესხის , დათუნაშვილის , ყიფიანის და ასე შემდეგ მემკვიდრეობაში ) , არ შეიძლება ამ ადამიანის მოღვაწეობისა და შედეგების დაუფასებლობა . პირიქით , მადლობა უნდა მოვუხადოთ ორივეს , რომ წლების განმავლობაში , საოცარი დაპირისპირებისა და პაექრობის ყურების საშუალება მოგვცეს . ფეხბურთის ისტორიაში , შეიძლება ვცდები , თუმცა მგონია რომ ასე არასოდეს ერთმანეთის მოტივაციის მიზეზი არ ყოფილა არცერთი ფეხბურთელი , ალბად იმის ნახევარ შედეგს ვერ დასდებდნენ , რასაც ახლა ვუყურებთ . მოვა დრო და საოცარი ფილმის მომხრენი ვიქნებით , რადგნ არ შეიძლება ამ ორი საფეხბურთო პერსონის დავიწყება , პენსიაში გასვის შემდგომაც .
ATP 16
22:12 11-09-2021
0
მესის და ბარსას გულშემატკივარი ვარ დაბადებიდან, მაგრამ საოცარია რასაც ეს კაცი აკეთებს. გუშინ ისე ვგულშემატკივრობდი როგორც მესის! უნდა შევირგოთ რაც ფეხბურთმა ამ ხალხის სახით გვაჩუქა. იმიტომ, რომ ეს აღარ განმეორდება!
ალექსა
13:12 12-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული