სოლსკიაერი: რონალდო სულ ძირითადში ვერ იქნება, სხვაც უნდა ვათამაშო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს.

"სასაცილო ისაა, რომ კრიშტიანო საკუთარ ჯანმრთელობაზე ძალზე ზრუნავს, ამიტომაც ვიცი, რომ აღდგენას სწრაფად ახერხებს. ამასთანავე, მან "იუვენტუსში" წინასასეზონო მომზადებაც გაიარა.

მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე ყველა გამოვიდეს და ირბინოს. ასევეა რონალდოც, მანაც 90 წუთის განმავლობაში უნდა ირბინოს. ჩვენ სამშაბათს "იანგ ბოიზს" ვეთამაშებით. ვნახოთ რას ვიზამთ. ისე კი ვუშვებ, რომ შესაძლოა, რონალდო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს, ის ხომ 36 წლისაა.

იგივე ეხება მეისონ გრინვუდსაც, რომელიც
19 წლისაა. მე 36 წლის ფეხბურთელიც უნდა ვათამაშო და 19 წლისაც,"- თქვა სოლსკიაერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ ნამეტანი დიდხანს დარჩი მაგ პოსტზე, ფერგიუსონი ხომ არ გგონია თავი. წელს რა მნიშვნელობა აქვს თუკი ყველას სჯობია?
დავით 67
01:52 18-09-2021
0
დებილი უნდა იყო რონალდო არ ათამაშო!!!
სოლომონი
16:30 15-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული