რონალდოს ეფექტი - სასიხარულო ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებისთვის

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, კლუბში ყველაფერი შეიცვალა, გულშემატკივრები "წითელი ეშმაკების" თამაშს კიდევ უფრო დიდი სიხარულით ელიან, ფეხბურთელებიც ბევრად მეტს ინდომებენ, "წითლების" ერთ-ერთ ლიდერს, პოლ პოგბას კი გუნდში დარჩენის სურვილი გაუჩნდა.

ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, შეგახსენებთ, პოლმა განვლილ 4 ტურში 7 ასისტი გააკეთა.

ამ ყველაფერთან ერთად, სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ ნახევარმცველს "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა და სხვა გუნდის მაისურის მორგება სურდა, თუმცა The Athletic-ის თქმით, კრიშტიანოს გუნდში დაბრუნების შემდეგ პოგბას კონტრაქტის გახანგძლივება უნდა. მიზეზი მარტივია,
რონალდოს საკუთარ კლუბში ხილვა წარმატების განმაპირობებელია, ამასთან ერთად მოვიდნენ ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯეიდონ სანჩო და რაფაელ ვარანი, ამის გათვალისწინებით კი პოლს წასვლა აღარ სურს.

"ის (პოგბა) ძალიან კარგია" - განუცხადა სოლსკაიერმა ჟურნალისტებს.

"პოგბა ჩვენთან მთელი თავისი ბრწყინვალებით მოვიდა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ბევრს შრომობდა და ვარჯიშობდა, ყველამ იცის, რომ მას სურს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყოს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები გასახდელსა და სავარჯიშო ბაზაზე არსებულ სიტუაციას ვერ ხედავთ, ის ყველგან გამარჯვებულის მენტალიტეტით გამოირჩევა, მე მისით აღფრთოვანებული ვარ".

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას დღეს, 14 სექტემბერს, "იანგ ბოისის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცს არსად არ უთქვამს რომ წასვლა უნდოდა და ეს რეალის ფანები რატო ელოდებოდნენ ვერ ვხვდები??რაიოლა ვაჭრობს ისევ მანჩესტერთან ასეთი ჭორებით რომ კარგი მსუყე კონტრაქტი გამოტყუოს
აბგდ
13:42 14-09-2021
1

სიახლეები პოპულარული