პრემიერლიგის მეხუთე ტურში "მანჩესტერმა" ლონდონში "ვესტ ჰემი" 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები 30-ე წუთზე ბენრაჰმამ დააწინაურა, 35-ე წუთზე რონალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ლინგარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
კომპენსირებულ დროში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ იმ წუთას მოედანზე შესული ნობლის დარტყმული დე ხეამ მოიგერია.
რონალდომ დაბრუნების შემდეგ "იუნაიტედში" 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
"მანჩესტერი" ლიდერ "ლივერპულს" დაეწია და 25 სექტემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ რონალდოს მიერ ლონდონელთა კარის აღება თამაშგარე მდგომარეობის ალბათობის გამო VAR-ზე გადაამოწმეს და გოლი ჩათვალეს. "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა ბაკარი სანიამ ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" კომენტარი გააკეთა: "ვინმეს შეუძლია ამიხსნას, როგორ მუშაობს VAR-ი? მე ეს აღარ მესმის".