რონალდო აღარ ხუმრობს! დე ხეამ ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეხუთე ტურში "მანჩესტერმა" ლონდონში "ვესტ ჰემი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები 30-ე წუთზე ბენრაჰმამ დააწინაურა, 35-ე წუთზე რონალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე ლინგარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

კომპენსირებულ დროში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ იმ წუთას მოედანზე შესული ნობლის დარტყმული დე ხეამ მოიგერია.

რონალდომ დაბრუნების შემდეგ "იუნაიტედში" 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერი" ლიდერ "ლივერპულს" დაეწია და 25 სექტემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ რონალდოს მიერ ლონდონელთა კარის აღება თამაშგარე მდგომარეობის ალბათობის გამო VAR-ზე გადაამოწმეს და გოლი ჩათვალეს. "არსენალისა" და "მანჩესტერ
სიტის" ყოფილმა მცველმა ბაკარი სანიამ ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" კომენტარი გააკეთა: "ვინმეს შეუძლია ამიხსნას, როგორ მუშაობს VAR-ი? მე ეს აღარ მესმის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რონალდო მხეცია !
ბაბაია
00:09 21-09-2021
0
საჯარიმოს ხაზის პარალელი უნდა გაავლო და ხელიც კი არ აქვს წინ, ბაკარი სანიას კი დააბრალა, მაგრამ ამ ნიუსის ავტორს აქვს თვითონ ეჭვი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული