ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში "ჩელსიმ" "ასტონ ვილას" უმასპინძლა და პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დებიუტშივე, 54-ე წუთზე ტიმო ვერნერმა ანგარიში გახსნა, სტუმრებმა 64-ე წუთზე კამერონ არჩერის გოლის წყალობით წონასწორობა აღადგინეს.
საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, "ჩელსის" რიგებიდან პენალტი ბენ ჩილველმა გააფუჭა, "ასტონ ვილას" შემადგენლობიდან კი - ეშლი იანგმა და მარველოს კამაბამ.