ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
"ჩაქუჩებმა" ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე გაიტანა. თავი მანუელ ლანზინიმ გამოიჩინა.
სოლსკიაერმა რონალდო დაასვენა, ბრუნო ფერნანდეში და მეისონ გრინვუდი კი სათადარიგო სკამზე დასვა, რამაც "ვესტ-ჰემთან" მარცხი და ტურნირიდან გამოვარდნა გამოიწვია.
"წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩს 25 სექტემბერს, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავს.