"იუნაიტედის" ფეხბურთელებს რონალდოს თვალწინ ტკბილეულის ჭამის ეშინიათ? მეკარე უცნაურ ამბავს ჰყვება

AutoSharing Option
TalkSport-თან საუბრისას "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, ლი გრანტმა, უცნაური განცხადება გააკეთა. სპორტსმენის თქმით, მან და მისმა თანაგუნდელებმა მატჩის წინა საღამოს, სადილის შემდეგ, დესერტის ჭამა ვერ გაბედეს, როდესაც რონალდოს თეფშზე ჯანსაღი საკვები, როგორიცაა მოხარშული კვერცხი და ავოკადო, დაინახეს.

როგორც ჩანს, კრიშტიანოს ჯანსაღი კვების რეჟიმი "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებისთვისაც მისაღები გახდა.

პორტუგალიელი ვარსკვლავის ამ ასაკში მსგავსი ფიზიკური ფორმისა და შესაძლებლობების საიდუმლო დიეტა და გამუდმებული ვარჯიში გახლავთ. 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი მკაცრ დიეტაზე იმყოფება, იღებს ცილას, სალათსა და მარცვლეულს, ხოლო ყველანაირი სახის შაქარზე, ცხიმსა და
ნახშირწყლებზე უარს ამბობს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსგავსი კალიბრის ფეხბურთელის "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენები მისთვის მიბაძვას მოედანსა და მის გარეთ დაიწყებდნენ. როგორც ჩანს, ეს წინათგრძნობა გამართლდა.

"პარასკევს, როდესაც სადილს ვასრულებთ, სხვადასხვა ტკბილეულის მიღების უფლება გვაქვს" - განაცხადა გრანტმა.

"ცალკე მაგიდასთან ვაშლის ნამცხვარი ან ბრაუნი და ნაყინი დევს, რომლებიც შეგიძლია მიირთვა. ახლა მოგიყვებით, რა მოხდა: ჩვეულებისამებრ, ყველა ერთად ვსადილობდით, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა იკითხა, "რა უდევს რონალდოს თეფშზე?" იქ, რა თქმა უნდა, ყველაზე ჯანსაღი საკვები დავინახეთ, რაც კი შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში მიირთვას. ამის შემდეგ "იუნაიტედის" ვერც ერთმა ფეხბურთელმა მაგიდიდან ტკბილეულის აღება ვერ გაბედა.

ცოტა არ იყოს, თანაგუნდელებზე გამებრაზა, უფრო მეტად კი გამიკვირდა, რომ არავინ მოისურვა, მიეღო ის, რაც უყვარს".

მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა, 3 გამართულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, უშუალოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" კი 4 გამარჯვებითა და 1 ფრით "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" ერთად I-III ადგილებს ინაწილებს.

როგორც ჩანს, კრიშტიანოს ლიდერულ თვისებებს გამოვლენაც არ სჭირდება, სამზარეულოშიც კი ვერავინ გაბედა, მის თვალწინ ტკბილეული მიეღო...

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენმა ფეხბურთელებმა ფეხბურთის თამაში არ იციან, წერაც არ ეცოდინებათ დარწმუნებული ვარ, მაგრამ რომელიმე გაჭირვებით თუ მაინც კითხულობს, წაუკითხოს ხმამაღლა დანარჩენებსაც რონალდოზე სტატიები
llcl
13:25 23-09-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული