"გუნდში ისეთი ფეხბურთელი არ ირიცხება, რომელიც სეზონში 25 გოლს გაიტანს, ამიტომ..." - პეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საკუთარ გუნდში თავდამსხმელის ნაკლებობაზე ისაუბრა:

"თავდამსხმელი თავდამსხმელია, ისინი სხვებისგან ოდგან განსხვავდებიან და თავიდანთ ტალღაზე არიან . მეკარესთან ერთად, ისინი ისეთ გუნდს ქმნიან, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

"მათი გაფორმება ძალიან რთულია. ჩვენ წლების განმავლობაში პრივილეგია გვქონდა, რომ სერხიო აგუეროს კალიბრის შემტევი გვყოლოდა, თუმცა გასულ სეზონში გამუდმებულმა ტრავმიანობამ გამოანათა...

ჩვენ მის გარეშე გადავრჩით, თუმცა, როდესაც არგენტინელი მოედანს დაუბრუნდა, რაღაც განსაკუთრებული გრძნობა იყო. გამორჩეული ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ისეთივე შეტევითი არსენალი არ გვაქვს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსისა" და
"ტოტენჰემს".

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, გუნდში ისეთი ფეხბურთელი არ ირიცხება, რომელიც სეზონში 25 გოლს გაიტანს, ამიტომ ამის გაკეთება გუნდურად მოგვიწევს. ეს არის ის, რასაც მიმდინარე სეზონში შევეცდებით" - განაცხადა გვარიოლამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრას დღეს, 25 სექტემბერს, ლონდონის "ჩელსისთან" გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული