პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდოში, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართა. მატჩი "ქალაქელების" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა თამაში აქტიურად განაგრძეს და 53-ე წუთზე გამარჯვების მომდანი გოლიც გაიტანეს, თავი გაბრიელ ჟესუსმა გამოიჩინა.
6 ტურის თავზე"არისტოკრატები" 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, "სიტი" ამდენივე ქულით მე-2 ადგილს იკავებს (გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობით).
"ჩელსი" მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს, ამ თამაშამდე კი 29 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "იუვენტუსს" ესტუმრება.
თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტი" 3 ოქტომბერს "ლივერპულს" დაუპირისპირდება, შუა კვირაში, კერძოდ 28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პსჟ-ს შეხვდება.