უღიმღამო მატჩი ლონდონში - "სიტიმ" ჟესუსის გოლით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდოში, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართა. მატჩი "ქალაქელების" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა თამაში აქტიურად განაგრძეს და 53-ე წუთზე გამარჯვების მომდანი გოლიც გაიტანეს, თავი გაბრიელ ჟესუსმა გამოიჩინა.

6 ტურის თავზე"არისტოკრატები" 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, "სიტი" ამდენივე ქულით მე-2 ადგილს იკავებს (გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობით).

"ჩელსი" მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს, ამ თამაშამდე კი 29 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "იუვენტუსს" ესტუმრება.

თავის მხრივ, "მანჩესტერ
სიტი" 3 ოქტომბერს "ლივერპულს" დაუპირისპირდება, შუა კვირაში, კერძოდ 28 სექტემბერს  ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პსჟ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორო,სხვათამაშს უყურებდი პეპის ტაქტიკამ დაგუდა ტუხელი.გუნდს ერთხელ არ დაურტყავს სიტის კარებში,ლუკაკუ კი სადიყო თავად არ იცოდა საცოდავად გამოიყურებოდა გუნდთან ერთად.იქნებ გაცნობოდი ინგლისურ პრესას და სპეციალისტების კომენტარებს.



დაცითი
15:07 26-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული