ბრუნომ რონალდოს დათმობილი პენალტი ბოლო წუთზე გააფუჭა - "იუნაიტედი" მინიმალური სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ასტონ ვილამ" სენსაციურად "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" 1:0 სძლია.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 88-ე წუთზე კორტნი ჰაუსმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 90+3 წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, პენალტის ნიშნულთან კი არა კრიშტიანო რონალდო, არამედ ბრუნო ფერნანდეში მივიდა, რომელმაც ეს უკანასკნელი საშინლად შეასრულა და საკუთარ გუნდს ქულაც ვერ შესძინა.

ამრიგად, 6 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" 13 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, "ასტონ ვილა" 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მანჩესტერელები მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს, ამ მატჩამდე კი
29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ვილიარეალს" მიიღებენ.

თავის მხრივ, "ასტონ ვილა" 3 ოქტომბერს "ტოტენჰმეს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოპაა კომენტარებში სიბრძნეს აფრქვევს სასტავი
1
როგორ მოხდა, რომ ტრიპაჩა როლანდომ, დაუთმო პენალტი?
=====
20:53 25-09-2021
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული