ფერგიუსონმა რონალდო იულიუს ცეზარს შეადარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდში კრიშტიანო რონალდოს დაბრუნების შესახებ პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.

"ფანტასტიკაა! ის ცეზარივით იყო, რომელიც რომში ტრიუმფით შევიდა: მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!

დაუჯერებელი გახლდათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი ბედნიერი იყო, ასეთი კი მილიონზე მეტი მაინც იქნებოდა,"- თქვა ფერგიუსონმა.

ინგლისში დაბრუნების პორტუგალიელმა "ნიუკასლთან" გამართულ (4:1) პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით