გვარდიოლამ კლოპი და "ლივერპული" შეაქო

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ, რომელიც 3 ოქტომბერს, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართება, "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მეტოქე გუნდის თავკაცი იურგენ კლოპი შეაქო.

"კლოპის გუნდი დამეხმარა მე, რომ უკეთესი მწვრთნელი გავმხდარიყავი. მათ ჩვენ სხვა დონეზე აგვიყვანეს - ისინი გვაიძულებდნენ, გვეფიქრა და გვემუშავა საკუთარი თავის გასაძლიერებლად. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რის გამოც დღეს აქ ვარ.

მას შემდეგ, რაც ინგლისში ჩამოვედი, "ლივერპული" შესანიშნავად გამოიყურება, განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ჩემგან უდიდესი კომპლიმენტია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პრემიერლიგაში რამდენიმე
ისეთი გუნდი მოიძებნება, რომლებსაც თასის მოგების რეალური შანსი აქვთ" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული