"ნაბი*ვარო, აღარ დაატყა დედაჩემს..." - უმძიმესი ტრავმა, რომელიც ვარსკვლავს მთელი დარჩენილი ცხოვრება გაყვება

AutoSharing Option
ექს "უოტფორდისა" და აწ უკვე "ბირმინგემის" ფორვარდს, ტროი დინის პრემიერ ლიგაში მშვენიერი კარიერა გამოუვიდა, თუმცა მისი ბავშვობის უდიდესი ტრავმა არასდროს დავიწყებია.

შემტევმა თავის ახლად გამოქვეყნებულ წიგნში, სახელწოდებით "Redemption" მისი ცხოვრების ადრეული პერიოდის ყველაზე მძიმე დრო გაიხსენა. ყურადღება იმ ნაწილზე გაამახვილა, როდესაც დედამისმა მამამისი მიატოვა, საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდა... გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ კი მამამ ისინი ახალ ბინაშიც აღმოაჩინა...

"დედამ კარი მშვიდად გახსნა, რამდენიმე წამში კი მის სახეზე გამომეტყველება შეიცვალა, ხელი აუკანკალდა, ვიფიქრე, რომ აშკარად ცუდი რაღაც ხდებოდა. არასდროს დამავიწყდება მისი
სახე, უცბათ ტელეფონი აიღო და ბებიასთან დარეკვა სცადა...

ტირილი დავიწყე, ტიროდნენ ელისი და საშაც... ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებულიყვნენ, თუმცა აზრი არ ქონდა, არაფერი ესმოდათ ისე განიცდიდნენ.

კაცმა ხელი სათითაოდ ყველა ბავშვისკენ გამოიშვირა და გვითხრა: "დედას მოგიკლავთ, შემდეგ თქვენც მოგკლავთ".

და მოულოდნელად ყვირილის ხმა მომესმა, თავი ავწიე და მამაჩემმა დედაჩემს მთელი ძალით დაარტყა, წამოვხტი და შუაში დავდექი, მანაც არ დააყოვნა და მეც მომარტყა, ძირს დავარდი თუმცა, რაც მახსოვს არ ვჩერდებოდი და ვცდილობდი დედა დამეცვა... ყოველ ჯერზე როდესაც დედა ამბობდა სიტყვა არას, მას მუშტს ურტყავდა.

კიდევ ერთხელ წამოვხტი, წინ გადავუდექი და დავუყვირე: "ნაბი*ვარო, აღარ დაატყა დედაჩემს".

ამაზე მამაჩემი კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა, კიდევ ერთხელ დამარტყა და ისევ ძირს დავეცი, ყოველ ჯერზე ფეხზე ვდგებოდი, თუმცა მალევე უკან ვეცემოდი... მაგრამ არ ვჩერდებოდი, ყველაფერს ვაკეთებდი დედის დასაცავად".

ეს ყველაფერი აქ არ დასრულებულა, მამასთან არასახარბიელო ურთიერთობამ ტროის თავი მაინც გაახსენა, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული კარიერა უკვე ასე თუ ისე შემდგარი ჰქონდა.

"ერთხელ, როდესაც "უოლსონში" ვთამაშობდი, ის ჩემთან მოვიდა და "ნორთამპტონში" გასვლითი თამაშის შემდეგ უკან წამიყვანა" - იხსენებს ფეხბურთელი.

"ის მერსედესის მარკის ლურჯი ავტომობილით გახლდათ, ვიცოდი, რომ ეს მანქანა მისი არ იყო, მეტიც, მას მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა. სხვა გზა არ არსებობდა, მანქანაში ჩავჯექი და დავიძარით, გზაში მუსიკა ხმამაღლა ჰქონდა ჩართული. გარკვეული პერიოდის შემდეგ საწვავის შესავსებად ავტოგასამართ სადგურზე გავჩერდით, როდესაც ძრავა გამოირთო, სიმღერაც ავტომატურად გაქრა, რა დროსაც საბარგულიდან რაღაც ხმა შემომესმა.

მამაჩემს ვკითხე თუ რა იყო ეს, რაზედაც მან ჩვეულებრივად მიპასუხა, რომ იქ ერთი ნარკომოვაჭრე ჰყავდა გამოკეტილი, რომელიც წამალს მის მამულში ყიდდა, ასევე მისი მეგობრის ვალი ჰქონდა. გავგიჟდი, ადგილზე გავშრი...

საფეხბურთო კარიერა სულ ახლახანს მქონდა დაწყებული, თუმცა მამაჩემი ამით უკვე დათრგუნული იყო.

"არაფერია, მას ვაჭმევ და ყველაფერს ვაძლევ, ის კარგად იქნება. გარანტიას გაძლევ, რომ როდესაც უკან დავბრუნდებით ფულს გადაიხდის. აქ ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, ნერვიულობისგან მთელი გზა ფეხები მიკანკალებდა... მეტირებოდა, მაგრამ ვერ ვიტირებდი, რადგან ყველა კარგად მიხვდება რაც მოხდებოდა".

წარსულში გამოვლილმა მსგავსი სიჭარბის ტრავმამ ტროი არ გატეხა, დიდებული საფეხბურთო კარიერა მოიწყო, მონაწილეობა 550-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო, თავი კი 168 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ის დინი არარის? ლესტერს რო გაუტანა ოთხმოცდამეათასე წუთზე? პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეიოფში )))) სრული სიგიჟე მომენტია, ეგეთი არ ვიცი სხვა არ მახსენდება არაფერი DDD
რა მაფიაა?
22:58 03-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული