"ის მხოლოდ გოლებზე ფიქრობს..." - რონალდო ექსმანჩესტერელის მამამ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა მცველმა დენი ბლინდმა კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე საკუთარი შეხედულებები დააფიქსირა. "წითელი ეშმაკების" ექსნახევარმცველის, დელი ბლინდის მამამ განმარტა, რომ პორტუგალიელის ტრანსფერი გუნდზე უარყოფითად მოქმედებს.

"რონალდომ აქტიური როლი არ უნდა შეასრულოს. ლოგიკურია, მისმა თანაგუნდელებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ. როგორ წესი, შემტევები ბევრს მოძრაობენ, ფლანგებს იცვლიან, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. გუნდი სულ სხვანაირად თამაშობს, მათ კოლექტიურად თამაში უჭირთ.

"იუნაიტედი" თავის სტილში ნამდვილად არ ასპარეზობს. ადრე, როდესაც "წითელი ეშმაკები" ბურთს კარგავდნენ, იქვე პრესინგს ვხედავდით, ახლა ეს აღარ მუშაობს, რადგან რონალდო
მათ არ ჰყვება. ის მხოლოდ გოლებზე ფიქრობს, სხვამ კი მას უბრალოდ ბურთი უნდა მიაწოდოს" - განაცხადა სპორტსმენის მამამ Sportnieuws-თან.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გოლებზე კი არ ფიქრობს. გოლები გააქ. ვინ ვისზე ლაპარაკობს სასაცილოა რააა. სადაც ითამაშა ყველა ქვეყანაში ბომბარდირი გახდა. ლიგის ყველა დროის ყველაზე მეტი გოლი. სეზონურად და საერთოდაც. ყველა დროის ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში. მსოფლიო ბომბარდირი. ნუ აღარ განვაგრძობ.. და ბლინდმა ბრძანა არ ვარგაო
მამუკა
16:42 10-11-2021
0
ფეხბურთში რომ გოლების გატანა მთავარია ეტყობა ამ კამა არ იცის.
უაზრობა
11:35 05-10-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული