"კორეელები აღარ ვჭამთ ძაღლის ხორცს და ნუ დაგვცინით" - დაიჩივლა "მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა პაკ ჩჟი სუნმა ინგლისელ გულშემატკივრებს სთხოვა, მეტად არ იმღერონ იმაზე, რომ კორეელები ძაღლებს ჭამენ.

პაკმა ამის თაობაზე "მანჩესტერის" "ვულვერჰემპტონთან" გასვლითი მატჩის შემდეგ ისაუბრა, რომლის ღირსებასაც ამჟამად კორეელი ხვან ხი ჩხანი იცავს.

"მე ვიცი, რომ "მანჩესტერის" ქომაგებს არ უნდოდათ ამით შეურაცხყოფა მოეყენებინათ. თუმცა მე მინდა ფანები საქმის კურსში ჩავაყენო, რათა მათ ეს აღარ გაიმეორონ. ახლა ეს ჩვენთან კორეელი ხალხის რასობრივ შეურაცხყოფად მიიჩნევა.

10 წლის შემდეგაც ეს სიმღერა მესმის და ცოტა მეცოდება ჩემი თავი - მაშინ დისკომფორტის გადალახვას ვცდილობდი,
რომელსაც განვიცდიდი.

აგრეთვე, პასუხისმგებლობას ახალგაზრდების გამო ვგრძნობ, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციას - აზიელები და კონკრეტულად კორეელები ამ დისკომფორტით ცხოვრობენ.

სამხრეთ კორეაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა. დიახ, ჩვენ ძაღლის ხორცს ვჭამდით, მაგრამ დღეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას, ეს მართლაც არ მოსწონს. კულტურა შეიცვალა", - განაცხადა 40 წლის პაკ ჩჟი სუნმა.

მიმართვა "მანჩესტერის" საიტზე გამოქვეყნდა. კლუბმა სრულად დაუჭირა კორეელს მხარი და გულშემატკივრებს მოუწოდა, პატივი სცენ მათი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის სურვილს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა აღარ ჭამთ კორეასი ღორზე და ძროხაზე ძვირი ხორცი ძაღლისაა და ცოცხლადაც ყიდიან
lado
00:50 05-10-2021
3
საერთოდ სიველურედ მიმაჩნია, ცოცხალი არსების ჭამა. ჩემს სიცოცხლეში ხორცი არ მიჭამია და რა უნდა იყოს, რომ გავსინჯო. ბავშობაში სოფელში ჩემს თვალწინ, საქონელი დაკლეს და ის საშინელება არასოდეს დამავიწყდება.
........
09:56 05-10-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული