ვის გაიფორმებს "ნიუკასლი" პირველს? - ფერდინანდმა საკუთარი აზრი დააფიქსირა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა საკუთარი აზრი დააფიქსირა, თუ ვის გაიფორმებს "ნიუკასლი" პირველს. შეგახსენებთ, "კაჭკაჭების" მფლობელი საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციათა კონსორციუმის მფლობელი, პრინცი მუჰამედ იბნ სალმანია გახდა.

"მე რამდენიმე გიჟურ ვარიანტს დავასახელებ, რომლებიც ამავდროულად, რეალურია. კლუბის ხელმძღვანელობის ადგილზე ყურადღებას რაჰიმ სტერლინგის მსგავს ფეხბურთელზე გავამახვილებდი. ინგლისელი შემტევი "სიტის" სასტარტო თერთმეტეულში რეგულარულად ვეღარ ხვდება. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია მისი გადმობირება. მსგავსის თქმა დეკლან რაისზეც შემიძლია.

ორივე ფეხბურთელი ჩემი სატრანსფერო სიის სათავეში იქნებოდა, მათ გასაფორმებლად კი ყველაფერს გავიღებდი. თუ ეს ორი ტრანსფერი გამოვიდოდა,
შემდეგ ჯესი ლინგარდზე გადავერთვებოდი. ეს უკანასკნელი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. რა თქმა უნდა, კილიან მბაპეს ყიდვა იდეალური იქნებოდა, თუმცა ნაკლებად შესაძლებელი. ამიტომ ვცდილობ, ვიპოვო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსიში" მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ" - განაცხადა რიომ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ტყუილა გადაყარეს ფული ინგლისში ისეტი კონკურენცია და იმდენი კლუბია ვარსკვლავებით სავსე ესენი სად უნდა გაიჩითონ? გერმანია რო იყოს კიდე მესმის ესპანეთიც მარა ინგლისი ნომერ პირველი ლიგაა და ასე ადვილი ვერ იქნება ტოპ მოთამაშეებით აწყობა როცა ისედაც კონკურენცია დიდია
ნოდო
15:53 12-10-2021
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული