"ლივერპულმა" "უოტფორდი" გაანადგურა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "ლივერპული" "უოტფორდს" ესტუმრა და 5:0 დაამარცხა.

სტუმრებმა 1-ელ ტაიმში მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს, გოლები სადიო მანემ (მე-9 წუთი) და რობერტო ფირმინომ (37-ე წუთი) გაიტანეს.

მეორე ნახევარში მერსისაიდელებმა "ონავრები" კიდევ 3 გოლით დასაჯეს (რობერტო ფირმინო 52-ე წუთი, 90+1 წუთი, მოჰამედ სალაჰი 54-ე წუთი) და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

ამრგიად, 8 ტურის შემდეგ კლოპის შეგირდები 16 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.

"უოტფორდს" 7 ქულა აქვს და მე-15 ადგილს იკავებს, 23 ოქტომბერს
კი "ევერტონს" ესტუმრება.