"არსენალმა" 4 წლის ალის კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
ასაკს ბარიერი არ აქვს. ამ ყველაფერს "არსენალის" საბავშვო აკადემიის სამწვრთნელო შტაბიც იაზრებს, რის დასტურადაც პატარა, 4 წლის ზაინ ალი სალმანის გაფორმება გახლდათ.

ბავშვის მამა, რომელიც შვილის მიმართ დაინტერესებას სხვა კლუბებისგანაც ხედავდა, მისი ასეთი განვითარებით გაკვირვებული სულაც არაა.

"მახსოვს ის დღე, როდესაც პატარა ალი დაიბადა" - განუცხადა მშობელმა BBC-ს.

"მედდამ ხელში აიყვანა და ჩემ წინ დააწვინა, მან კი თავი ასწია და ირგვლივ მიმოიხედა... ყველანი გაოგნებულები ვიყავით".

ბავშვის გასაოცარი წ
არმატების მიუხედავად, მაინც დადიოდა ხმები, რომ ასეთ ადრეულ ასაკში პროფესიონალ ფეხბურთელად გაფორმება სწორი არ იყო.

ზაინის მამა ფიქრობს, რომ ის თანატოლებისგან განსხვავდება.

"მას ბავშვობიდან მოყოლებული გასაოცარი ბალანსი აქვს. ეს ყველაფერი გრძელდება. "არსენალს" მისი ასაკი არ აინტერესებს. ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ ჩემს შვილს უდიდესი პოტენციალი აქვს".

ალის მწვრთნელმა ოსტინ შოფილდმა განაცხადა, რომ ის თავის ასაკთან შედარებით უკეთესად თამაშობს.

"ჩვენ მას თანატოლებთან ერთად ვათამაშებდით, ალი კი ყველასგან გამორჩეული იყო - უფრო მეტად სწრაფი, უკეთესი გადაცემები და რაც მთავარია, მეტი გოლი. მე მის მამას ვესაუბრე და შევთავაზე ჩვენთან თამაში".

მის ნიჭს თვალს "არსენალის" აკადემიის მნიშვნელოვანი ადამიანი სტეფან დინსი ვერ აშორებდა. მოგეხსენებათ, ეს ადამიანი ტალანტ ბავშვებს "ლუპით" ეძებს.

"პატარა ალი აკეთებდა იმას, რასაც მის ასაკში ვერ აკეთებენ. როდესაც მისი ასაკი გავიგე, მეგობარს ვკითხე, იყო თუ არა სიმართლე, რაც მან დამიდასტურა, ის ჯერ კიდევ საბავშვო ბაღშია. შემდეგ მის მშობლებს ვესაუბრე და მათი თანხმობით რამდენიმე სესიაზე მივიყვანე".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული