"ჩელსიმ" "ნორვიჩი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ნორვიჩს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს გოლები მეისონ მაუნტმა (8), კალუმ ჰუდსონ ოდოიმ (18) და რის ჯეიმსმა (42) გაიტანეს.

მეორე ნახევარში "არისტოკრატები" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, თავი ბენ ჩილველმა (57), მაქს აარონსმა (62 ა.გ.) გამოიჩინეს, ბოლო 2 გოლი კი მეისონ მაუნტის ანგარიშზეა, ინგლისელმა შემტევმა ჯერ პენალტის ნიშნულიდან 85-ე წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+1 წუთზე დააფიქსირა და ჰეთრიკი გაიფორმა.

ამრიგად, "ლურჯები" 9 ტურის შემდეგ 22 ქულით 1-ელ ადგილზე
იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ნორვიჩს" 2 ქულა აქვს და ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს, მე-10 ტურის მატჩს 31 ოქტომბერს "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული