განაგრძეთ, იცოდეთ, მაინც მოგაკეტინებთ - რონალდო აღელდა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მისი კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა.

"ვიცი როდის სჭირდება გუნდს დაცვაში დახმარება. თუმცა, კლუბში ჩემი როლი გამარჯვება და გოლის გატანაში გუნდისათვის დახმარებაა, დაცვითი მოქმედება კი ჩემი სამუშაოს ერთი ნაწილია...

ვიღაც-ვიღაცებს არ უნდა ამის დანახვა, რადგან მათ არ მოვწონვარ. სიმართლე გითხრათ, 36 წლისა ვარ, ყველაფერს ვიგებ და ვიდარდებ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ?

კარგად მძინავს. ლოგინში სუფთა სინდისით ვწვები. თქვენ კი განაგრძეთ, რადგან მე ისევ გავიმარჯვებ და მოგაკეტინებთ.

კრიტიკა ბიზნესის ნაწილია, ეს მე არ
მანერვიულებს. გულწრფელად რომ ვთქვა, კრიტიკა კარგი რამეა. თუ ადამიანები ჩემს ამბავს განიცდიან ან ჩემ შესახებ საუბრობენ, ეს იმიტომ, რომ ესმით რა პოტენციალი მაქვს, ფეხბურთში რისი მიღწევა მსურს.

თუ გნებავთ კლასის ოროსნებს ხუთოსნების შესახებ ჰკითხეთ მოსწონთ თუ არა ისინი, პასუხი უარყოფითი იქნება,"- თქვა რონალდომ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინმე გამახსენებთ ბოლოს როდის გინახავთ ასე დაბრუნდეს 36 წლის კაცი ..... ლეგენდააა
მამუკა
13:13 03-11-2021
0
xooo. Atalantastanac penaltebit itana araaaa. Bolos vis gaxsovt aseti dabruneba yofil gundshi haa??? 37Isaa lamis da ubralod uyuret da datkbitt
mamuka
13:03 03-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული