ლივერპულმა მანჩესტერი დაარბია - მსაჯმა პოგბა გააძევა, რონალდო კი დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „მანჩესტერი“ 5:0 გაანადგურა

„წითლების“ თავდამსხმელმა სალაჰმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა.

„იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოგბა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ ბურთი დაკარგა, რასაც „ლივერპულის“ მეხუთე გოლი მოჰყვა, ხოლო შემდეგ კეიტა წააქცია და მსაჯმა ტეილორმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა რონალდომ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ამჯერად ვერაფრით შეეწია. ის 45+1-ე წუთზე ჯონსს ეუხეშა, თუმცა არბიტრმა დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

„ლივერპული“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ჩელსის“ 1
ქულით ჩამორჩება და 30 ოქტომბერს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს, ხოლო 14 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „მანჩესტერი“ იმავე დღეს ლონდონში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ლივერპული 0:5
გოლები: 0:1 კეიტა (5), 0:2 ჟოტა (13), 0:3 სალაჰი (38), 0:4 სალაჰი (45+5), 0:5 სალაჰი (50)
გაძევება: პოგბა (60)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მსაჯმა ვითომ თამაში არ გააფუჭა და ნაბი კეიტა სანამ არ დაამტვრიეს,წითელი ბარათი არ ამოიღო.პირველი ტაიმის ბოლოს ხომ გასაძევებელი იყო რონალდო,მერე კი,ისევ ნაბი კეიტას თავში რომ მოარტყა ფეხი,ისიც აპატია და ბოლოს, უკვე მძიმე ტრავმა მიაყენეს.პოგბას გაძევებამ,მანჩესტერს სამსახური გაუწია,ლივერპულის ფეხბურთელები მიხვდნენ,რომ მათ აღარავინ დაინდობდა და გაჩერდნენ,მეტი აღარ გაიტანეს.
სოსო
25 ოქტომბერი 2021 16:27
0
გაანადგურა ლივერპულმა, პროსტა პოგბას წითელი რატო უჩვენა კარგად ვერ გავიგე. არ ჩანდა ეგეთი უხეში დარღვევა.
...
25 ოქტომბერი 2021 11:13
13
ამაზე უხეში დარტყმა უკვე სისხლის სამართლით ისჯება, სხვა თამაშს ხომ არ უყურე?
:-)
25 ოქტომბერი 2021 14:34
0

myquiz
სიახლეები პოპულარული