"ნომერ პირველი გუნდი ჩვენ გვყავს..." - სოლსკაიერი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკაიერს კლუბში კარგი დრო ნამდვილად არ უდგას. "წითელი ეშმაკების" თავკაცის წასვლას "ლივერპულთან" გამანადგურებელი 0:5 მარცხის შემდეგ გულშემატკივრები აქტიურად ითხოვდნენ, "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირება კი მისი უკანასკნელი შანსი იქნება.

"როგორც მინიმუმ ისინი პატივისცემას იმის გამო იმსახურებდნენ, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში გააკეთეს, რამდენიმე სეზონია კი ინგლისსა და ევროპაში დომინირებენ" - განაცხადა ოლემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

"თუმცა ჩვენ "იუნაიტედი" ვართ, ვფიქრობ, მანჩესტერში ნომერ პირველი გუნდი ჩვენ გვყავს, და არა მხოლოდ მანჩესტერში, მსოფლიოში".

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის ცენტრალური მატჩი დღეს, 6
ნოემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდი და შემადგენლობა, შესაძლოა, მაგრამ მწვრთნელი აშკარად ნომერ პირველობას კი არა, ევროპა ლიგის დონესაც ვერ აკმაყოფილებს.
Lasha
11:27 07-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული