"ეს რონალდოს მშიშრული ვარდნებია" - ამბობს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტრევორ სინკლეირმა მანჩესტერულ დერბიში რონალდოს კევინ დე ბრუინთან ვარდნაში ბურთის ართმევაზე გააკეთა კომენტარი.

"ჯერ ართმევაზე ბრუნო ფერნანდეში წავიდა. ის წაიქცა და საქმეს რონალდო შეუდგა. ვიცი, რომ ის ცალი ფეხით წავიდა, მაგრამ ბუცების ქაცვებით წინ გადახტა. ვფიქრობ, ეს მთლად ლამაზი არ იყო.

ეს ცოტაოდენი იმედგაცრუებაა, მაგრამ ნორმალური არ არის. იმედია, დე ბრუინი წესრიგშია, რადგან ეს მართლაც ულამაზო, მშიშრული ართმევა იყო. მას ასეთი რამ ორჯერ გაუვიდა. იგივე გააკეთა კერტის ჯონსთან ("ლივერპულთან" მატჩში).

მას ფეთქებადი ხასიათი აქვს, ვინაიდან გამარჯვებულია.
რონალდოს არ უყვარს წაგება", - განუცხადა სინკლეირმა talkSPORT-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული