ტრამპისა და ჯონსონის არჩევა სამყაროსთვის ცუდი ნიშანი იყო - კლოპი პოლიტიკაზე

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პოლიტიკის შესახებ ალაპარაკდა და საკუთარი ემოციები ვერ დამალა.

"ვალდებული ვარ ვთქვა, რომ დონალდ ტრამპისა და ბორის ჯონსონის არჩევა სამყაროსთვის ცუდი ნიშანი იყო, იმ მხრივ, რომ წინასწარვე ვიცოდით ეს არ იმუშავებდა, მაგრამ მაინც დავუშვით.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, როგორც საზგადოებამ ეს მოვახდინეთ. არ მჯერა. ერთი უკვე წავიდა, მაგრამ მეორე კვლავ სავარძელშია. დაუჯერებელი რამ არის! არ მესმის, რატომ ვაძლევთ ფარაჟისა (ბრექსიტის პარტიის ლიდერი) და ჯონსონის მსგავს ადამიანებს ხალხის მათთვის სასურველი მიმ
ართულებით მართვის უფლებას?

ცალსახაა, გონებაგახსნილი და მოაზროვნე ადამიანები არ სჭირდებათ და არც იყენებენ. მაგრამ რაშია პრობლემა: ადამიანებში, რომლებიც ხმას აძლევენ თუ იმ სისტემაში, რომელიც ასეთი ადამიანების არჩევის შესაძლებლობას ქმნის?"- თქვა კლოპმა Mid-Point-ის პოდკასტში.

ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ბორის ჯონსონმა კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ტერეზა მეი 2019 წელს შეცვალა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კლოპი მაგარია.
ბაიდენი და ობამა სჯობია ტრამპს.
გიგი
22:34 14-11-2021
10
ჰაჰაჰა! - არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი-ო. იურგენ, შენ საქმეს და შენ ანგელას მიხედე!
ირაკლი
09:01 15-11-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული