მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერის" მწვრთნელის პოსტიდან გადაყენების შემთხვევაში, "რეალის" ყოფილი თავკაცი ზინედინ ზიდანი მის შეცვლას არ აპირებს, - იტყობინება "სპორტ ბილდის" ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
ზიდანმა "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ პრემიერლიგაში სამუშაოდ მზად არაა.
"მანჩესტერმა" ბოლო 12 მატჩიდან 6 წააგო და პრემიერლიგაში მე-6 ადგილზეა.
ზიდანმა "რეალი" მაისში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.