"იუნაიტედი" "უოტფორდთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "უოტფორდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა 1-ელი ტაიმი 2:0 მოიგეს, გოლები ჯოშუა კინგმა (28) და ისმაილა სარმა (44) გაიტანეს, აღსანიშნავია, რომ მე-11 წუთზე იმავე სარმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მე-2 ნახევარში ოლე გუნარ სულშერმა ცვლილებებს მიმართა, შანსი ენტონი მარსიალსა და დონი ვან დე ბეეკს მისცა, ამ უკანასკნელმა 50-ე წუთზე სხვაობა შეამცირა.

69-ე წუთზე "წითელი ეშმაკები" 10 კაცით დარჩნენ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ჯონათან მოსმა მოედანი ჰარი მაგუაიერს
დაატოვებინა.

შეხვედრის მიწურულს ჟოაო პედრომ (90+2) და ემანუელ დენისმა (90+6) ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადეს.

ასე და ამგვარად, "იუნაიტედი" დამარცხდა, 12 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 28 ნოემბერს, "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება "უოტფორდს", 13 ქული მე-15 ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ შეხვედრას იმავე 28 ნოემბერს, "ლესტერის" პირისპირ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჩესტერს, კუმანიზაცია ჭირს. ბარსამ კი მოიცილა ეგ ჭირი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული