"უოტფორდთან" პრემიერლიგის მე-12 ტურში 1:4 დამარცხების შემდეგ "მანჩესტერის" მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი გადააყენეს.
კლუბი მას მოკლე შეტყობინებით დაემშვიდობა: "მადლობა ყველაფრისათვის, ულე".
სოლსკიაერმა "იუნაიტედი" 2018 წელს ჩაიბარა, ამჟამად კი გუნდი 17 ქულით მე-7 ადგილზეა.
"მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს უნდა, გუნდი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ ჩაიბაროს. მის წინადადებას კლუბის ხელმძღვნელობა განიხილავს, თუმცა საეჭვოა თავად ენრიკემ სამუშაო ადგილის გამოცვლა მოისურვოს.