მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "უოტფორდთან" გამანადგურებელი 4:1 მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის თანამდებობა ოლე გუნარ სოლსკაიერმა დატოვა, მის პოზიციაზე არაერთი ვარიანტი განიხილება, ერთ-ერთ კანდიდატად კი ლუის ენრიკეს ასახელებენ.
Sky Sports-ის მტკიცებით, კრიშტიანო რონალდოს ესპანელ ისპეციალისტი მოსწონს და სურს, "წითელი ეშმაკები" ექს ბარსელონელმა ჩაიბაროს.
ლუისი ამჟამად "ფურია როხას" ნაკრებს წვრთნის, 2021 წლის ზაფხულში ევრო 2020-ზე ესპანეთმა ნახევარფინალამდე მიაღწია, თუმცა ტურნირის დაწყებამდე "ლუჩოს" თავს დიდი კრიტიკა დაატყდა, მიზეზი ის გახლდათ, რომ შემადგენლობაში ვერც ერთ "რეალის" ფეხბურთელს ვერ შეხვდებოდით, თუმცა ახალგაზრდულმა განაცხადმა
როდესაც სპეციალისტმა გაიგო, რომ მის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ და მისი გადაბირება პირადად კრიშტიანო რონალდოს სურდა, ჟურნალისტს კონტრ შეკითხვით უპასუხა:
"დღეს პირველი აპრილია?, მინდა ესპანეთის ნაკრები გავწყვრთნა. შერჩეული უამრავი მოთამაშე მყავს, ისინი თავს ყველაფერს მშვენივრად ართმევენ, ამაზე უკეთესი რა არის? ამით ბედნიერი და მოხარული ვარ" - განაცხადა ლუისმა.
ენრიკეს გარდა სოლსკაიერის შემცვლელად ზინედინ ზიდანს, ბრენდან როჯერსა და მაურისიო პოჩეტინოს მოიაზრებენ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით