ულამაზესი გოლები - "სიტიმ" თავის სტილში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

"ქალაქელებმა" ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს, ჟოაო კანსელოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ თავი რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში პეპ გვარდიოლას შეგირდებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს, მერსისაიდელების კარი როდრიმ (55) და ბერნანდო სილვამ (86) აიღეს.

ამრიგად, "სიტი" 26 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს.

"კანფეტები" 15 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ, მე-13 ტურის მატჩს კი იმავე 28 ნოემბერს, "ბრენტფორდის" პირისპირ ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული