საგიჟეთი - პოჩეტინიო მზადაა მესის, ნეიმარსა და მბაპეს გაექცეს და "მანჩესტერი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ "მანჩესტერი" ლიდერ "ჩელსის" უკვე 12 ქულით ჩამორჩა და მისი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი გადააყენეს. ნორვეგიელს დროებით მაიკ კერიკი შეცვლის. თუმცა, მხოლოდ დროებით და "იუნაიტედი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

"რეალის" ყოფილმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა "მანჩესტერის" ჩაბარებაზე უარი თქვა, სამაგიეროდ თანხმანი არიან "ნიუკასლიდან" ოქტომბერში დათხოვნილი სტივ ბრიუსი და "აიაქსის" დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი. ბრიუსი ირწმუნება, რომ შეუძლია სიტუაციის სტბილიზაციას მიაღწიოს, ხოლო ტენ ჰაგმა კლუბის ხელმძღვნელობას გუნდის განვითარების გეგმა წარუდგინა.

თუმცა, მთავარ კანდიდატად მაურისიო პოჩეტინიო მოიაზრება, რომელსაც მხარს ალექს ფერგიუსონი და
გარი ნევილი უჭერენ. Manchester Evening News-ი ამტკიცებს, რომ პოჩეტინიო მზადაა დაუყოვნებლივ დატოვოს პსჟ და "მანჩესტერს" ჩაუდგეს სათავეში. მიზეზი ისაა, რომ ის დაიღალა პარიზულ კლუბში მუშაობით, სადაც ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე დომინირებენ, მაგრამ ჯერ კლუბის ხელმძღვანელობისთვის განთავისუფლების თხოვნით არ მიუმართავს.

პოჩეტინიოს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, პარიზში დღემდე სასტუმროში ცხოვრობს, მისი ოჯახი კი ლონდონშია, სადაც ადრე "ტოტენჰემში" მუშაობდა. როდესაც "მანჩესტერმა" 2018 წლის დეკემბერში სამუშაოდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა, სოლსკიაერის დანიშვნამდე პოჩეტინიოს კანდიდატურას განიხილავდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრევე ზიდანს დანიშნავენ და მბაპეც კონტრაქტს გაათორმებს ლიგასაც მოიგებენ წელს
ემიგრანტი
21:12 23-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული