ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
მერსისაიდელებმა პირველი ტაიმი დიეგო ჟოტასა (2, 32) და ტიაგო ალკანტარას (37) გოლების წყალობით მოიგეს, საბოლოო ანგარიში კი 52-ე წუთზე ვირჯილ ვან დეიკმა დააფიქსირა.
ამრიგად, "ლივერპული" 28 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2 დეკემბერს თანაქალაქელ "ევერტონთან" გამართავს.
"საუთჰემპტონი" 14 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში კი (1-ელ დეკემბერს) "ლესტერს" უმასპინძლებს.
ლონდონის "არსენალმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "მეთოფეთა" რიგებიდან გოლები
ბუკაიოკო საკამ (56) და გაბრიელ მარტინელიმ (66) გაიტანეს.
13 ტურის თავზე "არსენალი" 23 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 3 დეკემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუკასლი" 6 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება, შემდეგ ტურში (30 ნოემბერს) კი "ნორვიჩს" უმასპინძლებს.