გულშემატკივრებმა ინგლისში ჩასასვლელად 30 საათი იფრინეს... შეხვედრა კი გადაიდო...

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ორი ამერიკელი გულშემატკივარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩი, სადაც ლონდონელები "ბარნლის" უნდა დაპირისპირებოდნენ, უამინდობის გამო გადაიდო.

წყვილი დალასიდან სპეციალურად ბარნლიში გაემგზავრა, რათა საყვარელი გუნდის თამაში უშუალოდ მოედნიდან ენახა. ინგლისში ჩასასვლელად 30 საათზე მეტი დასჭირდათ, თუმცა მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო... რა თქმა უნდა, გასაბრაზებელია, თუმცა ამერიკელებმა ეს ამბავი დიდად არ განიცადეს და სხვა გულშემატკივრებთან ერთად "სპურსის" ბარში წავიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება გადადებული შეხვედრა.

შეგახსენებთ, 12 ტურის შემდეგ
"ტოტენჰემი" 19 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, "ბარნლი" კი 9 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული