"არსენალის" ფეხბურთელს გაძარცვა დაუპირეს და საკადრისი პასუხიც მიიღეს

AutoSharing Option
როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელი მცველი გაბრიელ მაგალიაესი 2 მძარცველს შეებრძოლა. ძარცვის მოტივი მანქანა, ტელეფონი და საათი გახლდათ.

23 წლის ფეხბურთელი მეგობართან ერთად ღამის კლუბიდან ბრუნდებოდა, როდესაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. უფრო კონკრეტულად, მაშინ სამხრეთამერიკელმა მანქანა ავტოფარეხში გააჩერა, უკნიდან ბეისბოლის კეტით შეიარაღებული პირი მივარდა და ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები მოსთხოვა.

რამდენიმეწამიანი ჩოჩქოლის შემდეგ ბრაზილიელმა ერთ-ერთს სახეში დაარტყა და წააქცია, მეორემ კი თავს გაქცევით უშველა.

როგორც მოგვიანებით დაიწერა, ეს ამბავი აგვისტოში მოხდა, თუმცა დეტალები სულ ახლახან გავრცელდა.

შეგახსენებთ, "სელესაოელი" ლონდონში
გასულ ზაფხულს ფრანგული "ლილიდან" 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, გამართა 42 შეხვედრა და 4 გოლი გაიტანა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული