"მანჩესტერის" ღირსეული პასუხი "არსენალის" უტიფრობაზე და რონალდოს სუპერრეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე „არსენალი“ 3:2 დაამარცხა. ეს 2018 წლის შემდეგ ჩემპიონატზე მათი „მეთოფეებთან“ პირველი გამარჯვებაა - იქამდე იყო 3 ფრე და 3 წაგება.

მე-13 წუთზე მასპინძელთა კართან კუთხურის ჩაწოდებისას ფრედმა დე ხეას ფეხზე დააბიჯა, მეკარე წაიქცა და შორიდან ცარიელ კარში გოლის გატანით სტუმრები სმირტ-როუმ დააწინაურა. ამის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რონალდომ „იუნაიტედი“ წინ გაიყვანა. 54-ე წუთზე ედეგორმა აღადგინა თანაფარდობა, 70-ე წუთზე კი ედეგორმა საკუთარ საჯარიმოში ფრედი წააქცია და კრიშტიანომ პენალტით თავის გუნდს ლამაზი გამარჯვება მოუპოვა.

-
ბომბარდირთა ბომბარდირმა რონალდომ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა, რაც რეკორდია. ამ სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 16 მატჩში 12 გოლია.

- ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ 100 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა - იმ პერიოდში, რაც ინგლისში თამაშობს, ეს საუკეთესო შედეგია.

- „მანჩესტერი“ დროებითმა მწვრთნელმა მაიკ კერიკმა დატოვა, რომელიც რალფ რანგნიკის შტაბში არ იმუშავებს. ის 15 წელი იყო ამ გუნდში - ჯერ როგორც ფეხბურთელი, მერე კი, როგორც მწვრთნელის თანაშემწე.

„არსენალი“ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 21 ქულით - მეშვიდეზე.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 123 მაყურებელი
მანჩესტერი - არსენალი 3:2
გოლები: 0:1 სმიტ-როუ (13), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (44), 2:1 რონალდო (52), 2:2 ედეგორი (54), 3:2 რონალდო (70, პენ)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რონალდუ დიდი ფორვარდია! ამას ბევრი საუბარი არ უნდა. დაანებეთ მესისა და რონალდუს შედარება-დაპირისპირებას. მესი დიდია და საკამათო არაფერია. ახლა ჩავარდნა აქვს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ვინც ფეხბურთი იცის მას ახსნა არ უნდა. მაგ მატჩში მთავარი რონალდუს გოლები არ იყო, ის მას ადრე თუ გვიან მაინც გაიტანდა! მთავარი "არსენალის" მიერ გატანილი და ჩათვლილი გილია. რა დონეზე ზნედაცემულები არიან ამ გოლში ჩართული პირები, როგორც გამტანი, ისე ჩამთვლელი! მე გოლის ჩათვლისთანავე ველოდი, რომ არსენალის ფეხბურთელები დემონსტრაციულად გაატარებდნენ და გაატანინებდნენ გოლს. ამისი პრეცენდენტი იყო აცთუ დიდი ხნის წინ. " ლუდსმა" გაატარა. " არსენალში" ტრაკების კამანდა ყოფილა თავისი მწვრთნელით! არტეტა მიებაროს ბიელსას, იქნებ რამე ისწავლოს!!!
G.A.L.
13:44 03-12-2021
2
ვაააა, რა მომხდარა? პენალდოს პენალტი გაუტანია?!!!
ხა ხა ხა
11:47 03-12-2021
37

სიახლეები პოპულარული